უკან
16/3/2024

დიაბეტი და თირკმელები

 დიაბეტს ორგანიზმში ბევრი რამის დაზიანება შეუძლია, მათ შორის – თირკმელებისაც. მეტიც – თირკმელების დაავადების ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ დიაბეტია. დიაბეტის ფონზე განვითარებული თირკმლის დაავადება, დიაბეტური ნეფროპათია.

დაზიანების მექანიზმი

სწრაფად განვითარებული დიაბეტის მექანიზმი - გულისხმობს სისხლძარღვების პათოლოგიას, რაც დროთა განმავლობაში უფრო ართულებს ყველა ორგანოს სასიცოცხლო ცვლილებებს. მექანიზმში ასევე დიდ მონაწილეობას იღებს - მაღალი წნევა, თუმცაღა მხოლოდ ეს მიზეზი არ არის ამ ორგანოების დაზიანების მიზეზი.
მაგალითად:

·       მოწევა

·       დიეტის არ დაცვა

·       ნაკლები ფიზიკური აქტივობა

·       ჭარბწონიანობა

·       გულის დაავადებები

·       თირკმლის დაავადებები.

დიაბეტის დროს თირკმლის დაზიანების ნიშნებია:

* სისხლში კრეატინინის მომატება;

* ინსულინისა და დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებზე მოთხოვნილების შემცირება;

* სისუსტე, სიფითრე და ანემია;

* მადის დაკარგვა;

* ქავილი; უძილობა, ჩაძინების გაძნელება;

* დეზორიენტაცია დროსა და გარემოში, აზროვნების შეფერხება;

* დისპეფსიური მოვლენები: გულისრევა, გულძმარვა, ბოყინი, შებერილობა.

* შარდში ცილის მომატება;

* მაღალი არტერიული წნევა;

* ტერფებისა და კოჭების შეშუპება;

* ფეხის კუნთების კრამპი (კრუნჩხვა);  ღამღამობით ხშირი შარდვა;

დიაგნოსტიკა და პრევენცია - ეფუძვნება დროულ ლაბორატორიულ(გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში) და ინსტრუმენტალურ გამოკვლევებს, რაც ამცირებს სისხლძარღვების დაზიანების რისკებს. 


გაზიარება

უახლესი

10/20/2024

ფიზიკური თერაპია ( ფიზიო თერაპია) ბინაზე გამოძახებით

ფიზიკური თერაპია ბინაზე გამოძახებით ფიზიოთერაპია მედიცინის დარგია, რომელიც მიზნად ისახავს სხეული...

მეტის წაკითხვა
10/20/2024

ოკუპაციური თერაპია ბინაზე გამოძახებით

ოკუპაციური თერაპია ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ ფიზიკური, სენსორული და კოგნიტური ...

მეტის წაკითხვა

დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის #2

ელ-ფოსტა

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2023